11
ივნ

new-post

დარეგისტრირება საიტზე

საიტზე tacsa.gov.ge, განყოფილებაში: “ელექტრონულიმომსახურება” დააჭირეთ ღილაკს: რეგისტრაცია დაშეავსეთ ველები:ფიზიკურიპირი: თუ ბრძანდებით ფიზიკური პირი, მონიშნეთ გრაფა. თუ წარმოადგენთ იურიდიულ პირს – (ორგანიზაციას) არ მონიშნოთ. ორგანიზაციაში იგულისხმება: ბინათმესაკუთრეთა ან ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობა, ინდ.მეწარმე, შპს, სპს, კს (კომანდიტური საზოგადოება), სს (სააქციო საზოგადოება, კორპორაცია) და კოოპერატივი.
მომხმარებლისსახელი: შეარჩიეთ ნებისმიერი სახელი, რომლითაც შეხვალთ მომხმარებლის გვერდზე, ყოველი შესვლისას. ხოლო, მომხმარებლის შიდა გვერდზე გამოჩნდება თქვენი რეალური სახელი და გვარი.
პაროლი: აირჩიეთ ნებისმიერი სიტყვა ლათინური ასოებით ან ციფრი, მინიმუმ ექვსი სიმბოლო.
გაიმეორეთპაროლი: გაიმეორეთ იგივე პაროლი, რომ გამოირიცხოს უნებური შეცდომა.
პირადინომერი: შეიყვანეთ თქვენი პირადი ნომერი, იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენ წარმოადგენთ რომელიმე კომპანიას/ ამხანაგობას და მისი სახელით მოქმედებთ.
სახელი: ჩაწერეთ თქვენი სახელი იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენ წარმოადგენთ რომელიმე კომპანიას/ ამხანაგობას და მისი სახელით მოქმედებთ.
გვარი: ჩაწერეთ თქვენი გვარი, იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენ წარმოადგენთ რომელიმე კომპანიას/ ამხანაგობას და მისი სახელით მოქმედებთ.
ელ.ფოსტა: აქ მიუთითეთ ის ელექტრონული მეილი, რომელზეც მიიღებთ ჩვენს შეტყობინებებს. ასევე, წერილს რეგისტრაციის დასასრულებლად. თუ თქვენ წარმოადგენთ კომპანიას/ ამხანაგობას, შეგიძლიათ მიუთითოთ ან კომპანიის ოფიციალური მეილი, ან – თქვენი პირადი. მთავარია, კომპანიამ/ ამხანაგობამ მიიღოს ჩვენგან გამოგზავნილი ინფორმაცია. თუ წარმოადგენთ კომპანიას/ ამხანაგობას, გაიხსნება შემდეგი ორი გრაფა:
ორგანიზაციისსაიდენტიფიკაციოკოდი: ჩაწერეთ კომპანიის/ ამხანაგობის ოფიციალური საიდენტიფიკაციო კოდი. თუ ამხანაგობას არ გააჩნია ასეთი კოდი, მიუთითეთ ამხანაგობის თავმჯდომარის პირადი ნომერი.
ორგანიზაციისსახელი: ჩაწერეთ კომპანიის სამართლებრივი ფორმა – შპს, სპს ან სხვა და კომპანიის სახელი; ან ამხანაგობა და ამხანაგობის სახელი.
ტელეფონი: ჩაწერეთ ის ტელეფონი, რომელზეც შეგვიძლია დაგეკონტაქტოთ. თუ თქვენ წარმოადგენთ კომპანიას/ ამხანაგობას, შეგიძლიათ მიუთითოთ ან კომპანიის ტელეფონი, ან – თქვენი პირადი. მთავარია, კომპანიამ/ ამხანაგობამ მიიღოს ჩვენგან გამოგზავნილი ინფორმაცია.  მობილური: ჩაწერეთ მობილურის ის ნომერი, რომელზეც გამოგიგზავნით შეტყობინებებს. თუ თქვენ წარმოადგენთ კომპანიას/ ამხანაგობას, შეგიძლიათ მიუთითოთ ან კომპანიის ტელეფონი, ან – თქვენი პირადი. მთავარია, კომპანიამ/ ამხანაგობამ მიიღოს ჩვენგან გამოგზავნილი ინფორმაცია.
ქალაქი: დააჭირეთ პატარა ისარს და ამოირჩიეთ ქალაქი. თუ ფიზიკური პირი ბრძანდებით – აირჩიეთ ქალაქი, სადაც ცხოვრობთ. თუ წარმოადგენთ კომპანიას/ ამხანაგობას, მაშინ ის ქალაქი, სადაც მდებარეობს კომპანია (სათავო ოფისი)/ ამხანაგობა. თუ ჩამონათვალში არ არის თქვენი ქალაქი, აირჩიეთ წარწერა – „სხვა“ და გაიხსნება დამატებითი გრაფა, სადაც შეგიძლიათ ჩაწეროთ თქვენი ქალაქის სახელი.
მისამართი: ჩაწერეთ ქუჩის სახელი და შენობის ნომერი. თუ ფიზიკური პირი ბრძანდებით – მისამართი, სადაც ცხოვრობთ. თუ წარმოადგენთ კომპანიას/ ამხანაგობას, მაშინ, ის მისამართი, სადაც მდებარეობს კომპანია (სათავო ოფისი)/ ამხანაგობა.
ვეთანხმებიპირობებს: დააჭირეთ ლურჯ ფრაზას: პირობებისნახვაშეგიძლიათაქ – და წაიკითხეთ პირობები. მასში მოკლედა აღწერილი, რომ სააგენტოს და მომხმარებელს ევალებათ სწორი ინფორმაციის მიწოდება , მოქმედება კანონის ფარგლებში და სხვა. პირობების წაკითხვის შემდეგ, თანხმობის შემთხვევაში, მონიშნეთ ვეთანხმებიპირობებს გრაფა.
ბოლოს დააჭირეთ ღილაკს: დარეგისტრირებაამისშემდეგ, ელ. ფოსტაზე, რომელიც მიუთითეთ რეგისტრაციისას, მიიღებთ წერილს: სათაურით noreply@economy.ge. გახსენით წერილი, დააჭირეთ ბმულს გასააქტიურებლად და რეგისტრაცია დასრულდება.
გილოცავთ! თქვენ შექმენით მომხმარებლის გვერდი საიტზე tacsa.gov.ge. ამიერიდან, შეგიძლიათ გამოიყენოთ ყველა სერვისი, რასაც სააგენტო გთავაზობთ:·        მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტის დარეგისტრირება,
·        განსაკუთრებული მნიშვნელობის შენობა-ნაგებობის მშენებლობის ნებართვის მიღება,
·        სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალის გამოყენების ნებართვის მიღება
·        და სხვა.